ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები მოეწყობა

302

ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები მოეწყობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 64 140 ლარი გაითვალისიწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.