არაფერი არ აქვს საერთო სისხლის სამართალთან – მორგოშია მისთვის წაყენებულ ბრალს ეხმაურება

500

წინა სტატია

ძალიან სუსტი საქმის აკინძვის უსახური მცდელობაა, არაფერი არ აქვს საერთო სისხლის სამართალთან, – ასე ეხმაურება რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, ვაჟა მორგოშია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს.

“რამდენი მცდელობაც არ უნდა გქონდეთ, მოსყიდვის, დაშინების და აბსურდული ბრალდებების წაყენების მაინც ვერ დაშლით იმ ოპოზიციურ ერთობას რუსთავში, რა მოცემულობაც დღეს გვაქვს

რაც შეეხება ბრალს დასაწყისშივე გეტყვით, რომ ძალიან სუსტი საქმის აკინძვის უსახური მცდელობაა, არაფერი არ აქვს საერთო სისხლის სამართალთან და ზოგადად სამართლიანობასთან, ადამიანი რომელთანაც მომივიდა სიტყვიერი დაპირისპირება და ქონდა პროვოკაციაზე წამოგების უსახური მცდელობა არის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და მისი ოჯახი არიან ყველა არჩევნებზე მათი კორდინატორები, ასევე, დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურებში. ორჯერ არის გამოგდებული ეს პიროვნება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ანალოგიური ქმედებების გამო, აქვს პათოლოგიური სიმთვრალე და ადამიანებს აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, როდესაც იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ გაორმაგებული მოტივაციით.

საქართველო აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ამას წინ ვერ აღუდგება ივანიშვილის რეჟიმი”, – წერს ვაჟა მორგოშია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ვაჟა მორგოშიას ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა.