საპროტესტო აქცია ლაგოდეხში - სოფელ შრომა-კავშირის მოსახლეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ცენტრალურ მაგისტრალზე 2019 წლიდან გადათხრილია სანიაღვრე არხები, არ არის ტროტუარები, სკოლაში მიმავალ მოსწავლეებს კი მანქანის სავალ ნაწილზე უხდებათ გადაადგილება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე არაერთი საბედისწერო შემთხვევის მიზეზი გახდა.
"ჩვენი პრობლემაა ცენტრალური გზა, რომელზეც ხდება ათასი უბედურება. კვირა არ გავა, რომ ავარია არ მოხდეს. 5 შვილის დედა...
აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამის შესახებ მან დღეს, 30 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა. FSB არის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც საბჭოთა KGB-ს ანალოგიური უწყებაა.
დეგნანის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
დეგნანმა აღნიშნულ დეზინფორმაციაზე ნატოს მადრიდის სამიტის შეფასებისას ისაუბრა.
აშშ-ს ელჩის თქმით, მაშინ, როცა...
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებით, მათი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ პროევროპულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან.
ორგანიზაცია მმართველ პარტიას კონტრპროდუქტიული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, ეს ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.
მათივე განცხადებით, აღნიშნულია ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია.
„მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში...
სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს – TI-ის კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში კორუფციის რისკების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გააანალიზა 2013-2021 წლებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს. უკიდურესად დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევებზე – ეს არის ის...
ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია - ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის...
წინა სტატია
26 ივნისს მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მერიაში მიმართვიანობა გაიზარდა. მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოიშალა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, მოქალაქეები თვითმმართველობას ბინების შემოწმებაზე განცხადებით მიმართავენ. დეკანოიძის თქმით, საკითხს კომპლექსურად მიუდგებიან და საქმეში კვალიფიციურ ექსპერტებს ან...
ალოობასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში სამაშველო სამსახურის საველე შტაბი გაიხსნა
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მობილიზაცია მარცვლეულის აღების პროცესის გამო მოხდა.
მოსავლის აღებას ხშირ შემთხვევაში, თან მინდვრის ხანძრები ახლავს, რაც ასეულობით ჰექტარი ტერიტორიის გადაწვას იწვევს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად, მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობითაა გამოწვეული. შესაბამისად, სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან...
მთა საიჩაირის და გომის მთის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება. ქედის მერიამ მომსახურების შესასყიდად 5000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ტრანსპორტი მოსახლეობას ივლისსა და აგვისტოში ბარიდან მთის მიმართულებით და პირიქით მოემსახურება. მიმართულებები მთებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შეირჩა.
ტრანსპორტირება ადმინისტრაციული ცენტრიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო, დღეები და დრო მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩევა.
აღსანიშნავია, რომ უფასო ტრანსპორტით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე,...
ქედის მერიაში "მწვანე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში აგროსერვის ცენტრის დირექტორმა და მოადგილემ შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"მწვანე საგრანტო პროგრამა“ ენერგოეფექტურ და განახლებად მზის ელექტროსისტემაზე წვდომის გამარტივებას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ელექტროენერგიის ხარჯების დაზოგვას და ბუნებრივი (ტყის) რესურსის ზეწოლის შემცირებას.
პროგრამის გრანტის ღირებულება 90%-ია, ხოლო, ბენეფიციარის თანამონაწილეობა საერთო ღირებულების 10%-ს შეადგენს.
განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 11...
ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯერი, გიორგი სულამანიძე ავრცელებს.
სულამანიძის თქმით, ზაფხულის შავი ტრუფელი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გარეთ იპოვნეს.
“გუშინ ვიპოვეთ ლაგოდეხში ზაფხულის შავი ტრუფელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია. მისი მოძებნა საკმაოდ რთულია და გამოცდილებას მოითხოვს. ზამთრის ტრუფელი ძირითადად მიწის ქვეშ იზრდება, ზაფხულის თეთრი კი მიწიდან ოდნავ ჩანს. ზამთრის შავი...
2 ივლისს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული თარო წიგნის ფესტივალს გამართავს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნების გამოფენა/გაყიდვა, გრანდიოზული ფასდაკლებები, გათამაშებები, ბავშვთა გასართობი პროგრამა, ანიმატორები და კვებითი პუნქტები.
ღონისძიება, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში პატარებს, მათთვის სპეციალურად შერჩეული საბავშვო გმირები გაართობენ. ხოლო, 17:00 საათიდან დაიწყება ბავშვთა გასართობი პროგრამა, რომელსაც...
ახალციხის N4 (ჯაყელის) საბავშვო ბაღისა და N2 საბავშვო ბაგა–ბაღის შენობებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, შენობები გარემონტდება თუ ახალი შენობების აშენება და მათი დემონტაჟი გახდება საჭირო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ მყოფთ საფრთხე არ ემუქრებათ. ექსპერტიზის ჩატარება გადაწყდა, რადგან...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში 100 მეტრი სიგრძის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სანიაღვრე სისტემა მოაწყეს და მხოლოდ აღნიშნული მონაკვეთი დატოვეს.
“მთელს სოფელში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ეს ადგილი სოფლის ცენტრია, სადაც სალოცავი და სკოლა მდებარეობს. სკოლის გვედრით მსგავსი მდგომარეობა როგორ შეიძლება იყოს, გაუბედურებულია აქაურობა. უამრავი ადამიანი, სტუმარი თუ ადგილობრივი მოდის სალოცავში და სკოლაში. სირცხვილია...
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების თაობაზე, რომლის მიზანია, საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებით, ჯამში, გათვალისწინებულია, დაახლოებით, 55,4 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, საიდანაც:
• 40 მილიონ ევროს სესხის სახით...
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მინისტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასეთი სივრცეების მიმართ დიდი ინტერესია. ამიტომ მუნიციპალიტეტში მინისტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახლახანს დასრულდა სტადიონის მშენებლობა ცხრამუხაში.
“სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს ქემფერში და ბიჯნისში უახლოეს პერიოდში დაიწყება მინი სტადიონის...
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნარიმანოვის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს ფულად დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, 29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცახადა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილი მიაგეს გარდაცვლილებს.
„რამდენიმე დღის წინ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რომელსაც შეეწირა ორი ქალბატონის სიცოცხლე. ძალიან განვიცდით ამ ამბავს ყველა. მე მინდა, საკრებულოს და მერიის სახელით სამძიმარი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































