საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების თაობაზე, რომლის მიზანია, საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებით, ჯამში, გათვალისწინებულია, დაახლოებით, 55,4 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, საიდანაც:
• 40 მილიონ ევროს სესხის სახით გამოყოფს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW)
• 15.35 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება გრანტის სახით ევროკავშირისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (EU/KfW) მიერ.
დღესვე, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და პროექტის განმახორციელებელ სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (MDF) შორის გაფორმდა შეთანხმება.
პროექტში, ასევე, ჩართულია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს სასესხო და საგრანტო შეთანხმებები „შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი“. პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთვის გამოყოფს ფინანსურ რესურსს 40 მილიონი ევროს ოდენობით სესხის სახით და 10 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გრანტის (EU) სახით.