ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს

1248

ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯერი, გიორგი სულამანიძე ავრცელებს.

სულამანიძის თქმით, ზაფხულის შავი ტრუფელი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გარეთ იპოვნეს.

“გუშინ ვიპოვეთ ლაგოდეხში ზაფხულის შავი ტრუფელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია. მისი მოძებნა საკმაოდ რთულია და გამოცდილებას მოითხოვს. ზამთრის ტრუფელი ძირითადად მიწის ქვეშ იზრდება, ზაფხულის თეთრი კი მიწიდან ოდნავ ჩანს. ზამთრის შავი ტრუფელი, ყველაზე ძვირფასია. ესენი ძირითადად, იტალიაში და საფრანგეთშია გავრცელებული, აქ რამდენჯერმე იპოვეს და თეთრი აქამდე არავის უნახავს”- ამბობს სულამანიძე.

ტრუფელი ძვირაღირებულ საჭმელ სოკოდ ითვლება და ერთი კილოგრამის ფასი 2 000-დან 5 000 დოლარამდეა.