ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მინისტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასეთი სივრცეების მიმართ დიდი ინტერესია. ამიტომ მუნიციპალიტეტში მინისტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახლახანს დასრულდა სტადიონის მშენებლობა ცხრამუხაში.
“სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს ქემფერში და ბიჯნისში უახლოეს პერიოდში დაიწყება მინი სტადიონის რეაბილიტაცია ფარნავაზის ქუჩაზეც”, – განაცხადა მერმა.