2 ივლისს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული თარო წიგნის ფესტივალს გამართავს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნების გამოფენა/გაყიდვა, გრანდიოზული ფასდაკლებები, გათამაშებები, ბავშვთა გასართობი პროგრამა, ანიმატორები და კვებითი პუნქტები.
ღონისძიება, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში პატარებს, მათთვის სპეციალურად შერჩეული საბავშვო გმირები გაართობენ. ხოლო, 17:00 საათიდან დაიწყება ბავშვთა გასართობი პროგრამა, რომელსაც საბავშვო გმირები და ანიმატორები გაუძღვებიან.
ფესტივალი საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.