ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში 100 მეტრი სიგრძის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სანიაღვრე სისტემა მოაწყეს და მხოლოდ აღნიშნული მონაკვეთი დატოვეს.
“მთელს სოფელში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ეს ადგილი სოფლის ცენტრია, სადაც სალოცავი და სკოლა მდებარეობს. სკოლის გვედრით მსგავსი მდგომარეობა როგორ შეიძლება იყოს, გაუბედურებულია აქაურობა. უამრავი ადამიანი, სტუმარი თუ ადგილობრივი მოდის სალოცავში და სკოლაში. სირცხვილია ეს მდგომარეობა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ნოდარ ელბაქიძე.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავედნენ, თუმცა წვიმის დროს გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
“მივმართეთ ქარელის მერიას. საჩივარი დავწერთ, დაახლოებით 1 თვის წინ ჩამოვიდნენ და გვითხრეს რომ ამ ეტაპზე ფული არ გვაქვს, 2 წელი უნდა მოითმინოთ და გავაკეთებთო,” – გვითხრა ნოდარ ელბაქიძემ.
მოსხლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირებას სთხოვს.