წალენჯიხის მერია: ქალაქ ჯვარში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

519

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
პროექტის მიხედვით, კულტურის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

პროექტის ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს. მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ დაავალიერეს.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი 2016 წელს განხორციელდა.
ქალაქ ჯვარში კულტურის სახლი 1975-1976 წლებში აშენდა და მას 600 მაყურებელზე გავლილი დარბაზი აქვს.