მარნეულის ორ სოფელში ხიდების მოსაწყობად 33 138 ლარი დაიხარჯება

413

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ორ სოფელში ხიდების მოწყოყობას გეგმავს. მარნეულის მერიის მიერ შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022-თან” გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლებში ხიდების მოწყობისათვის 33 138 ლარისა და 16 თეთრის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

სოფელ დიდ ბეგლიარში დაგეგმილია რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა, ხოლო სოფელ ჩანახჩიში არსებულ ხიდზე სავალი ნაწილის მოწყობა.

ორივე პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ჩანახჩიში არსებული ხიდის სავალი ნაწილის მოსაწყობად ცენტრალური ბიუჯეტიდან 11 584 ლარია გამოყოფილი, ხოლო სოფელ დიდ ბეგლიარში რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობისათვის ჯამში 21 554 ლარია გამოყოფილი, აქედან 11 700 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 9 854 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022-ს” სამუშაოების შესრულებისათვის 60 დღიანი ვადა აქვს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 5 სოფელში გზების მოხრეშვასაც გეგმავს. აღნიშნუილი სამუშაოებისათვისაც გამარტივებული შესყიდვა მერიამ შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022“-თან გააფორმა.