კრწანისის გამგეობა: 2020 წელს 9 სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა

606

კრწანისის რაიონის გამგეობამ, 2020 წელს, 9 სახლის კაპიტალური გამაგრება დაიწყო და ამ დროისთვის, სამუშაოები ყველა მისამართზე დასრულებულია.

ეფრემ მცირის ქ. N6 და N12, ცურტაველის ქ. N13, საიათნოვა ქუჩა N17, ორთაჭალის ქ. N20, ვერცხლის მე-2 ჩიხი N24, თელეთის მე-3 შესახვევი, მერჩულისა და ახოსპირელის ქუჩებზე მდებარე სახლებს სრული გამაგრება ჩაუტარდა.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები შესრულდა, ასევე, საძირკველი რკინა-ბეტონით გამაგრდა. რის შემდეგაც, მთლიანი ფასადი, ეზო, აივნები, კიბე და სახურავი რეაბილიტირდა.

ამ ეტაპზე, კრწანისის რაიონის გამგეობა რვა ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს იწყებს.