სენაკის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

487

სენაკის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში  გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება:

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში –

ბათარიას უბანში, რკინიგზის ხიდის მიმართულებით, მილხიდის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის მოწყობა;

საწულეისკირიოს უბანში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა.

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში –

სოფელ ციზეთსა და დიდ ხორშში, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა;

სოფელ საადანაიოში, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;

სოფელ პატარა ზანაში, ცხაურის და არსებულ ბოძებზე, გარე განათების ქსელის მოწყობა;

სოფელ საგუგუნავოს უბნის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა;

სოფელ შუა ხორშში, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა -738 000 ლარი, თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, 64-მდე პროექტი განხორციელდება.