“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერს პროგრამთ” მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრები ამჯერად სოფელ ახუთში, ლესიჭინეში, ლეწურწუმეში, ნაკიანში, გარახაში, ქვედა ჩხოროწყუსა და კირცხში გაიმართა.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩვის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.
“სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასახლებაში დასაფინანსებელ პროექტებს ხმათა უმრავლესობით თავად მოსახლეობა ირჩევს.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების 10 საერთო კრება და 20 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა,”- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.