გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ატენში საუბნო გზები იხრეშება.
მათივე ცნობით, სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 1 000 მეტრია.
„2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები 112 სოფელში განხორციელდება. პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10 000-დან 20 000 ლარამდეა.
პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ჯამში, 1 596 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.