დარჩი ყვარელში – რას სთავაზობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ადგილობრივ ახალგაზრდებს. თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ კახეთის რეგიონებს ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა ტოვებს. ისინი რაიონში ცხოვრებას დედაქალაქს ამჯობინებენ, ან სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენის მიზნით, ყვარლის თვითმართველობა 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს ბიზნეს იდეას 2021 წელსაც დაუფინანსებს.