ფოთის მერიამ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

419

ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ, პროექტები და ინიციატივები წარადგინონ. მათივე ცნობით, საკონკურსო  პროექტების სამიზნე ჯგუფი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან.

“პროგრამა ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას ხელს შეუწყობს.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნონ: cempsypoti@gmail.com.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.