ქალი, რომელმაც თავისი სოფლისა და ხალხის ისტორიას ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა

125

სოფელი, რომელსაც ბევრი არ იცნობს და ქალი, რომელმაც თავისი სოფლისა და ხალხის ისტორიას ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა.

ანა პაჭიკაშვილი გვიყვება, როგორ შეიძლება თემის სიყვარული იქცეს აქტივიზმად და ცვლილებებად. ის, ასევე, იმ გამოწვევებზეც გვიამბობს, რაც სათემო ცხოვრების გააქტიურების გზაზე ხვდება.

“ადგილობრივი თემის გაძლიერების გარეშე თვითმმართველობა ვერ გაძლიერდება. თვითმმართველობა კი დეცენტრალიზაციის გარეშე ვერ განვითარდება. ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემაა დეცენტრალიზაცია და ეს საშიში არაა”, – ამბობს ის.

ზინობიანი – უდიებით დასახლებული სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, უნიკალური ენით, ტრადიციებითა და ისტორიით.

ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედია-კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.