ლაგოდეხში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 4 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 597 000 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო ეზო.
როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ბაღის გახსნაზე განაცხადა, 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
“დღეს, კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე, კი 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს “, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.