კასპის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ორი თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს

315

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ორი თვეა ხელმძღვანელის გარეშეა. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ თანამდებობაზე ჯერ არავინ დანიშნულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“არავინ დანიშნულა ჯერ, ვაკანსია გამოცხადდება თუ არა, არც ეგაა ცნობილი”, – ამბობენ მერიაში.

უწყების ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, შიდა აუდიტის სამსახურს ახლა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინა ბეინაშვილი წარმოადგეს, “მოზაიკა” მასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კასპის მერიას ამ დრომდე შიდა აუდიტის ხელმძღვანელის პოზიციაზე არც ვაკანსია გამოუცხადებია.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი ორთანეზაშვილი იკავებდა, რომელიც ორი თვის წინ გაათავისუფლეს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა.