სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2021 წელს განსახორციელებელი პროექტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უკვე შერჩეულია.
დედოფლისწყარის მერიის ცნობით, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დასახლების საერთო კრებები დღეს სოფელ ზემო ქედის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრით დასრულდა.
“ზემო ქედში შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში წელს 256 000 ლარი დაიხარჯება”, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.