შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები გამოძიების ფარგლებში ამოიღეს. აღნიშნულით უწყება პარტიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავებმა „სერვერები მოიპარეს“.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტიის ოფისი, მათ შორის წაღებულია სერვერები და სხვადასხვა ტექნიკა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.
ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.