სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ, ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ლომიძე დაინიშნა. იგი კურატორობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს გაუწევს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ლომიძის დანიშვნის შესახებ ბრძანება 17 თებერვალს დაიწერა. რწმუნებულის მოადგილის რანგში მუშაობას კი, ხვალიდან, 18 თებერვლიდან შეუდგება.
დავით ლომიძე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ “ქართული ოცნებიდან” 2015 წლის 28 დეკემბერს აირჩიეს.