აბაშის მერია: ცხენისწყალზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

477

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდ. ცხენისწყალზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

“პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებსა და ტროტუარებს. ასევე, იგეგმება დამცავი ბურჯების სარეგულაციო ნაგებობების გაკეთება და გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.

პროექტის დასრულების შემდეგ ხიდის მდგრადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გახდება უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ის პრობლემები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით ჰქონდათ მძღოლებს აღმოიფხვრება. პროექტის ღირებულება 860 000 ლარია. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.