ნაძალადევის რაიონში, განხორციელებული პროექტებისთვის, 2020 წელს 21 748 320 ლარი დაიხარჯა

464

რა გაკეთდა 2020 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში, – ამის შესახებ ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში, 21 748 320 ლარი დაიხარჯა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა; 14 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო; 5 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.

კიდევ ერთ მისამართზე დასასვენებელი და სპორტული სივრცე მოეწყო;10 მისამართზე საბავშვო გასართობი ატრაქციონები დამონტაჟდა;

9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; 11 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა; 13 ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო – სანიაღვრე, სადრენაჟე ქსელი და წყალარინების სისტემა;

150 მისამართზე კეთილმოწყობის და იერსახის მოწესრიგების სამუშაოები შესრულდა;
70 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; 47 მისამართზე ახლით შეიცვალა კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები; 32 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი რეაბილიტირდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 209
ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა;

რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე ხე-მცენარეების 358 ნერგი დაირგო;

პანდემიის პერიოდში, ასევე, აღდგომის დღესასწაულთან და ახალ წელთან დაკავშირებით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ჯამში, 16 000 ნობათი დაარიგეს;

2020 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 21 748 320 ლარი დაიხარჯა;

ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2021 წლის ბიუჯეტი 23 770 500 ლარს შეადგენს.