მერის გადადგომის მოთხოვნით ჩხოროწყუში ხელმოწერების შეგროვება იწყება

367

ჩხოროწყუში ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას იმპიჩმენტისთვის დღეს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს “დასუფთავების აქციის” ფარგლებში, მერიის ყოფილმა თანამშრომელმა 25 იანვარს საპირფარეშო მოარეცხინა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.

მომხდარს იკვლევს სახალხო დამცველის აპარატიც.

ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოების დასუფთავებაში არასრულწლოვნების ჩართვის ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდა 1 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა. გიორგი გახარის სიტყვებით, ხელსუფლებას ამ საკითხზე უმკაცრესი რეაგირება ექნება.