საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რეზოლუცია მიღწევადია, თუ მხარეები საქართველოს ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე.
“მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე იყო საშუალება: მხარეებს მიეცეთ დამატებითი დრო, აღმოფხვრან მათი განსხვავებები, თუ შეუძლიათ. ვფიქრობ, რეზოლუცია მიღწევადია, თუ მხარეები საქართველოს ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე. ქართველმა ხალხმა რამდენიმე გამოკითხვაში აჩვენა, რა სურთ, რა ადარდებთ: მაღალი ფასები, სიღარიბე. 75%-ზე მეტი ქართველმა NDI-ს გამოკითხვაში თქვა, რომ სურთ მათი პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშავონ და იმუშავონ პარლამენტში ამ საკითხებზე”, — განაცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, მხარეები მიაღწევენ კომპრომისს, იპოვიან გამოსავალს და შევლენ პარლამენტში რომ დაიწყონ ერთად მუშაობა