პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ წელს საქართველოში 30 სკოლა აშენდა, განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია; 9 საჯარო სკოლაში სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩატარდა, ამასთან, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
60 სკოლის მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმება.