ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურსა და წინუბანში ახალი საჯარო სკოლები შენდება. სამუშაოები უკვე მთავრდება. ახალი სასწავლო წლიდან ოსიაურში 60-ზე, ხოლო წინუბანში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ორივე სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითრების ფონდი აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერეს.
შეგახსნებთ, რომ წელს, კახეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობის პარალელურად სრული რეაბილიტაცია უტარდება ხუთ სკოლას, ხოლო ნაწილობრივი – 80-ზე მეტ საჯარო სკოლას. უკვე აშენდა ბოდბისა და სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლები.