ახმეტის მუნიციპალიტეტში 5 საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეიქმნა

707

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2022 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში 5 საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეიქმნა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტები ახმეტის ტურიზმის განვითარებას, კულტურული და ბუნებრივი რესურსების ცნობადობის გაზრდას, ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2023 წლიდან ტურისტული ბილიკები გამოყენებული იქნება, როგორც შიდა ტურიზმში, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ტუროპერატორების მიერ.

ტურისტული მარშრუტები:

  • ზემო ხოდაშენი – უძირო ტბა – საჩინოს ეკლესია;
  • ქისტაური – რ. ერისთავის მუზეუმი – ქისტაურის ყველაწმინდის ტაძარი, ნათლისმცემლის კოშკი
  • ალვანი – ცხრაკარას სასახლე – იოანე ნათლისმცემლის ეკლესია;
  • ახმეტა – ახმეტის წყაროების ტყე-პარკი – ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია – ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია;
  • მატანი – მატნის ციხე-გალავანი – მატნის ცხრაკარას მონასტერი.