2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის 183 ავტობუსია შეძენილი

293

2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

„რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება. 2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი: ქუთაისი (60); რუსთავი (40); გორი (30); ზუგდიდი (25); თელავი (10); ფოთი (10) ; ბათუმი (8 – ელექტროავტობუსი).

აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი. ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.

ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.

აღსანიშნავია, რომ 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.