„მე ვეყრდნობი სპეციალისტების დასკვნებს”, – ასე პასუხობს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პრეტენზიებს ბათუმი ამბასადორის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სულიკო თებიძის განმარტებით, საკრებულომ კომპანიას მხოლოდ კაფე გადასცა იჯარით და სხვა ნებართვა მათ არ გაუციათ.
საკრებულოს თავმჯდომარე ირწუნება, რომ ადგილი, სადაც 16 სართულიანი შენობა უნდა აშენდეს ბულვარს არ ეკუთვნის და ამ პროექტით ცათამბჯენი არ შენდება.