ახალციხის ციხეზე შესვლა ფასიანი გახდა

394

„ახალციხის ციხეზე“ შესვლა კვლავ ფასიანი გახდა, ააიპ–ის დირექტორის, დავით ტაბატაძის თქმით, ბილეთებთან დაკავშირებით იგივე ტარიფი იმოქმედებს. ზედა ციხის ტერიტორიაზე შესვლა ზრდასრულებისთვის შვიდი, სტუდენტებისთვის სამი, ხოლო მოსწავლეებისთვის ორი ლარი იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

პანდემიის გამო ვიზიტორებს  ზედა ციხის ტერიტორიაზე შვიდი თვის განმავლობაში შესვლა უფასოდ შეეძლოთ.

„2021 წლიდან უკვე ჩვეულებრივ ფასიანი გახდა შემოსვლა, ტარიფებიც იგივე დარჩა რაც იყო, როგორც ვმუშაობდით ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დავით ტაბატაძემ.

ამჟამად კომპლექსში არსებული ფასები ასეთია:

– ზრდასრული ვიზიტორი – შვიდი ლარი;
– სტუდენტი – სამი ლარი;
– მოსწავლე – ორი ლარი;

– ექსკურსიამძღოლის მომსახურება მშობლიურ ენაზე – ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 10 ლარი;
– ხუთი ვიზიტორზე მეტი – 20 ლარი;
– უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 20
ლარი;
– ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით -30 ლარი;

შესვლა უფასოა (მოწმობის წარდგენით):
– -ICOM – ის წევრებისათვის;
– საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის
თანამშრომლებისათვის;
– 6 წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვებისათვის;
– სოციალურად დაუცველ პირთათვის;
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
– იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;
– ომის ვეტერანებისათვის;

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციისა „ბორჯომის ცენტრალური პარკი“ სამცხე–ჯავახეთში მუზეუმ – ნაკრძალებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც ვიზიტორებისთვის არ დახურულა. 

როგორც პარკის დირექტორი, მერაბ იობაშვილი ამბობს პარკი ამ დროისთვის კვლავ ღიაა. ვიზიტორებისთვის შესვლა კი უფასოა.

„ამ ეტაპზე უფასოა შესვლა, წელსაც სავარაუდოდ ასე იქნება, ზაფხულამდე მაინც, მერე  ვნახოთ,” – გვითხრა მერაბ იობაშვილმა.