მარტვილის მუნიციპალიტეტში წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებულა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 1 211 075 ლარი შეადგინა და სამუშაოები ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენმა“ შეასრულა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
გარდა ამისა, მარტვილის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სოფელ დიდი ჭყონის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჰიდრომშენი“ ასრულებს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 799 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფუნდაშენი“ ასრულებს.
დოშაყეში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ამას გარდა, სრული რეაბილიტაცია უტარდება ქ. მარტვილის №1, სალხინოს და ლედგებეს საჯარო სკოლებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 3 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშოები ჩატარდა 21 სკოლაში.