ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, დაბის ცენტრში კულტურისა და დასვენების პარკის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ტენდერი 2 096 535 ლარზეა გამოცხადებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პარკში გაკეთდება ორი შადრევანი, მინი სტადიონი, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის და სცენის მოსაწყობი მოედნები, წყარო, 9 აპრილის მემორიალი, ბეტონის სკამები, დასასვენებელი კუნძულები, ტრენაჟორები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, პარკის ადმინისტრაციული შენობა, საპირფარეშო, რკინის დეკორაციული კონსტრუქცია და ავტოსადგომი.
ტენდერში მონაწილე პირებისთვის წინადადებების მიღება 17 იანვრიდან დაიწყება და 22–ში დასრულდება. პარკის სრული რეაბილიტაცია გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 კვრაში უნდა დაასრულოს.
ნახეთ, როგორი იქნება ასპინძის კულტურისა და დასვენების პარკი რეაბილიტაციის შემდეგ: