კასპის სოფელ თმოგვში 4 სოფელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება

335

კასპის სოფელ თმოგვში 4 სოფელზე (თმოგვი, მირაშხანი, ნაქალაქევი და ფია) გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბაღის მშენებლობისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. ხელშეკრულება შპს “კ-კომპანიასთან” გაფორმდა, ხოლო, პროექტის ღირებულებამ 831 800 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაო ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა 3 წელია.