დაბა ასპინძის და მუნიციპალიტეტის 4 სოფლის წყალმომარაგებისთვის 7 მლნ ლარამდე დაიხარჯება

312

დაბა ასპინძისა და სოფლების: იდუმალას, ოშორასა და ოთას უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოების 80% დასრულებულია. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შედეგად, მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოების ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, აშენდა რეზერვუარი. დამატებით რეაბილიტირდა არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარი.