თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში სკოლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 300 მდე პირდაპირი ბენეფიციარი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სოფელ ენაგეთში 60 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.