ბორჯომის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამა ამოქმედდა

835

ბორჯომის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც საბაკალავრო პროგრამების წარმატებული სტუდენტების ფულადი თანხით დაჯილდოებას გულისხმობს.

ბორჯომის მერიი ნფორმაციით, პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებზე ვრცელდება. ფულადი ჯილდო ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 1000 ლარს შეადგენს.

„ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: არის საქართველოს მოქალაქე; განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

ჯილდოს მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლები 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (ნიშნების ფურცელი) საბანკო რეკვიზიტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.