ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი საკრებულომ 20 850 000 ლარით დაამტკიცა, რაც გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით თითქმის 2 მილიონით მეტია. მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომის მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 6 ძირითად პრიორიტეტზეა გადანაწილებული, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 6 422 900 ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაა გათვალისწინებული.
4 560 100 ლარის დახარჯვა იგეგმება მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯებისთვის (ადმინისტრაციული შენობების ფუნქციონერება, ხელფასები);
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტი – 1 347 700 ლარი;
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 3 644 700 ლარი;
განათლება – 2 625 900 ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2 248 700 ლარი;
„კულტურის სფეროს განვითარების ფარგლებში განხორციელდება ქ. ბორჯომში მუსიკალური სკოლის, მოსწავლე ახალაგაზრდობის, სოფ. ტაძრისში კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის შენობების რეაბილიტაცია“,- ვკითხულობთ ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
კულტურა-რელიგია-ახალგაზრდობა-სპორტის პრიორიტეტი ითვალისწინებს მერიის მიერ დაფუძნებული რამდენიმე არაკომერციული იურიდიული პირის და საპატრიარქოს „ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის“ დაფინანსებასაც. ამ უკანასკნელისთვის მერია ყოველწლიურად 165 ათას ლარს ხარჯავს. კულტურის პრიორიტეტით განსაზღვრული სუბსიდირება ბორჯომის 2021 წლის ბიუჯეტში ასე გამოიყურება:
ა(ა)იპ „ბორჯომის მუსიკალური სკოლა“ – 266 000 ლარი;
ა(ა)იპ „ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანება“ – 295 300 ლარი;
ა(ა)იპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ – 500 000 ლარი;
ა(ა)იპ ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი – 300 000 ლარი;
ეროვნული, სახალხო და საგანმანთლებლო ღონისძიებები – 189 000 ლარი;
ა(ა)იპ „ბორჯიომისა და ბაკურიანის ეპარქია“ – 165 000 ლარი;
ახალგაზრდობის ხელშეწყობა – 87 600 ლარი;
საინფორმაციო მომსახურეობა – 85 000 ლარი;
ბორჯომის 2021 წლის ბიუჯეტი საკრებულომ 18 დეკემბერს დაამტკიცა.