აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარნის ცენტრიდან სოფლების – პირველი მაისისა და თხმელარის მიმართულებით, სრულიად ახალი გზა დაიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზების საერთო სიგრძე 4675 მეტრია და რეაბილიტაციისთვის 756 970 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.