ოპოიციამ მარტვილის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა

388

18 დეკემბერს მარტვილში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გაიამრთა.

ირაკლი ჯამბურიამ, “თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა”-ს წარმომადგენელმა საკრებულოში განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან.

“ჩვენ არ ვტოვებთ დეპუტატის მანდატებს, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციონერ დეპუტატებს,რომლებმაც დატოვეს საპარლამენტო მანდატები და არ შევიდნენ პარლამენტში”,-აღნიშნა ჯამბურიამ.