ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 16 500 000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის პრიორიტეტებიდან ყველაზე მეტი თანხა – 4 026 500 ლარი განათლების დაფინანსებისათვის არის განსაზღვრული, საიდანაც 3 250 000 ლარი სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
2021 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების ნუსხა ასე გამოიყურება:
· ინფრასტრუქტურული პროექტები – 3 329 000 ლარი, მათ შორის 1 347 400 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება;
· დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1 450 000 ლარი (აღნიშნული თანხა მთლიანად მიმართულია დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის);
· კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 2 424 100, მათ შორის სპორტის განვითარებისთვის 150 000 ლარი, 2 085 000 ლარი კი კულტურის განვითარებას მოხმარდება. ასევე ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება 332 500 ლარი იქნება, მძლეოსნების სკოლა კი 215 000 ლარით დაფინანსდება;
· განათლება – 4 026 500 ლარი, საიდანაც 3 350 000 ლარი მიმართულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის 750 500 ლარი კი მიმართულია განათლების დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის;
· ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1 384 500 ლარი, საიდანაც ააიპ „საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს მოხმარდება 199 000 ლარი, ხოლო 1 185 500 ლარი მომხარდება მოსახლეობის სოციალურ დაცვას;
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი 14 დეკემბერს უყარა.