ელისაშვილი: ოპოზიციაში არანაირი გეგმა არ არსებობს

431

პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციაში საერთო გეგმა არ იყო. ისინი ოპოზიციის შეკრებებზე ითხოვდნენ პასუხს თუ რა სამომავლო სტრატეგია არსებობდა, მაგრამ პასუხს ვერ იგებდნენ.

“თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა მერე რას ვშვებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით, გვითხარით რაში გამოგყვეთ. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება იქნება და რაღაც იქნება. არაფერი გეგმა არ არსებობს. არანაირი გეგმა არ აქვთ”, — ამბობს ელისაშვილი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ თვლის ლეგიტიმურად და პარლამენტის ფუნქციონირებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. რამდენიმე პარტიის გარდა, მათ უკვე ოფიციალური უარი განაცხადეს მანდატებზეც.