შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული

406

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, მათ მძიმე ტექნიკას ქვები დაუშინეს.