აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი დაიწყო

407
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი იმართება.

“ქართული ოცნების” მხრიდან შეხვედრაზე დღეს, წინა 2 რაუნდისგან განსხვავებით, არა არჩილ თალაკვაძე, არამედ ირაკლი კობახიძე მივიდა.

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს.

„მაშინ მოლაპარაკებას აზრი საერთოდ არ ექნებოდა. მაშინ, ტყუილად არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც „ქართული ოცნება” და არც ელჩები. ამდენად, შეიძლება ვერაფერზე ვერ შევთანხმდეთ და ასე დავიშალოთ და ჩვენ ჩვენს გზას გავუყვეთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა პლებისციტის ჩატარების იმედი, ალეკო ელისაშვილის პასუხობს, რომ წინასწარ ვერ ილაპარაკებს.

„ისინი მოდიან თავიანთი წინადადებით, ჩვენ ჩვენი წინადადებით”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნებისგან” წერილობით პასუხი მიიღო.