ბორჯომში, ქალაქის ქუჩები სააგიტაციო მასალებისგან იწმინდება

724

ბორჯომში, ქალაქის ქუჩები სააგიტაციო მასალებისგან იწმინდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის შემდეგ, კედლები წყლის ჭავლით ირეცხება. პროცესში აქტიურად არის ჩართული ქუჩების მრავალფუნქციური საწმენდი ტექნიკა.

მათივე ცნობით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის პროცესი გუშინ დაიწყო და მომავალ კვირას დასრულდება.

სამუშაოებს, მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.