„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა სამეგრელოში 80-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა და საჭიროება გამოავლინეს. ინფორმაციას TI ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ორივე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობებისგან კომუნალური ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვს, კერძოდ, პრობლემურია გზის საფარის არსებული მდგომარეობა ბევრ დასახლებულ პუნქტში, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების გაუმართაობა, სოფლების საექიმო ამბულატორიებში არსებული ვითარება, საბავშვო ბაღების ნაწილის ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობა და გრაფიკი, რეკრეაციულ ზონებში არსებული მდგომარეობა და ა.შ.
სამოქალაქო საბჭოები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინიციატივით შექმნილი მოქალაქეთა არაფორმალური გაერთიანებებია, რომელთა მიზანია უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და ორგანიზაციის შუამდგომლობით მოგვარდეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები.
TI იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მოქალაქეთა იდენტიფიცირებულ საჭიროებებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა იხილეთ აქ: