ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N29-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში, კალათბურთის მოედანს აკეთებენ

623

ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N29-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში, კალათბურთის მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

ბორჯომის მერის ინფორმაციით, მოედანზე ფერადი ცემენტო-ბეტონის ფილის საფარი მოეწყობა, ასევე განთავსდება 3 ერთეული კალათბურთის ფარი. მოედანი 4 მეტრი სიმაღლის მავთულბადით შემოიღობება.

„მიმდინარე სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაიოზ დვალიშვილი ადგილზე გაეცნენ. კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.