ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამით სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა

639

დაბა ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამართული კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საბჭომ ბიულეტენების დათვლის შემდგომ, გამარჯვებული იდეები უკვე გამოავლინა.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებული იდეაა: სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა. იდეის ავტორები არიან: მარიეტა ჯაყელი და მარი გორაძე.

პროექტი ითვალისწინებს დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე (სასპორტო სკოლის მიმდებარედ), სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობას, რომელსაც ასევე გასართობი ცენტრის დატვირთვაც ექნება. შენობაში განთავსდება შემდეგი სივრცეები: კინოკლუბი; ხანდაზმულთა კლუბი; მულტიფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე;

პროექტის ბიუჯეტი – 150 000 ლარია. განხორციელების დრო – 2021 წელი.