ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 720 000 ლარით გაიზარდა

395

ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე, ასევე, წინა წლის ნაშთითა და გრანტის მეშვეობით, ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 720 000 ლარით გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდის შედეგად, გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება, ასევე. დაემატა თანხები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდა, რადგან პარტიაში მიაჩნიათ, რომ თანხები არ გადანაწილდა ისეთი სოციალური პროექტების მოსაგვარებლად, როგორიცაა წყლის პრობლემა და სიდუხჭირე. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, შარშან დაწყებული ზოგიერთი პროექტი ისევ არაა შესრულებული, რაც მისი თქმით, კორუფციულ ნიშნებს და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებს.

უმრავლესობაში შენიშვნებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხელი დიდთოვლობამ შეუშალა.